იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან - სუბარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი იმედს გამოთქვამს, რომ "არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან".

ამ თემაზე მან ყურადღება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს გაამახვილა.

"დეპრესიული განწყობა, სუიციდალური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზირებული შფოთვა, ა.შ. მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სუიციდის პროგრამის ციხეებში, იმედი მაქვს, რომ ეს არ დასჭირედება მიხეილ სააკაშვილს", - თქვა სუბარმა.

სუბარმა ასევე დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" წევრები გეგმავენ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულონ. როდის იგეგმება ვიზიტი, ან ვინ აპირებს ციხეში შესვლას ჯერ უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი