ქართველი სპორტსმენი რუსულ ოლიმპიადაზე | ოკუპანტი ქვეყანა ალტერნატიულ ჩემპიონატს ატარებს

გამოქვეყნდა:

ქართული სპორტი კრემლის სამსახურში. "ქართული ოცნების" სპორტის სამინისტრო და ტანვარჯიშის ფედერაცია რეაგირების გარეშე ტოვებენ მსოფლიო სპორტის სამყაროსგან გარიყული რუსეთის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატს, რომელიც ქალაქ ომსკში გაიმართა. არადა კრემლის მხარდამჭერი ქვეყნების სპორტსმენებთან ერთად ალტერნატიულ შეჯიბრში ქართველი ტანმოვარჯიშეც მონაწილეობდა.

თბილისში ამტკიცებენ, რომ არავინ არაფერი იცოდა და ტანმოვარჯიშე ნინო კვანტალიანი ომსკში თვითნებურად გაემგზავრა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თემაზე განცხადებები ფედერაციამაც და სამინისტრომაც მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, რაც მათ შეკითხვით "მთავარმა არხმა" მიმართა. სპორტული ადმინისტრაციის რეაგირების გარდა ახლა საინტერესოა ისიც რა სანქციას დაგვაკისრებს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია, რომელსაც რუსეთი ყველა შეჯიბრებიდან ჩამოშორებული ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი