კობახიძე ერთი სასამართლო კლანის დამხმარე ბიჭუნაა - ეკა ბესელია

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე სასამართლო კლანის ერთი დამხმარე ბიჭუნაა - განაცხადა ეკა ბესელიამ, რის ნიადაგზეც მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. დღეს პარლამენტში კენჭი უნდა ეყაროს სასამართლო სისტემასა და კლანურ მმართველობასთან დაკავშირებულ დადგენილებას, რომელიც ეკა ბესელიას და იურისტების მომზადებულია. 

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელია "ნაციონალური მოძრაობის" ქომაგად იქცა. 

სასამართლოს რაც შეეხება, "ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებობდა კლანი და მთლიანად იყო დაქვემდებარებული იუსტიციის სამინისტროსთვის. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა 2012 წელს, - განაცხადა მან. 

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სასამართლოში არსებული კლანის ღია ლობისტია. 

ირაკლი კობახიძეს პირდაპირი მნიშვნელობით თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი კლანს ვახსენებ სასამართლოში, ეს არის მისთვის ძალიან მტკივნეული თემა. ის არის ერთი დამხმარე ბიჭუნა, ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დახმარე ბიჭუნა, ახლა კი, როგორც რიგითი პარლამენტარის სკამიდან. კობახიძე და მის მიერ მოყვანილი პატარა გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და გახდნენ კლანის ღია ლობისტები, მაშინ არავის გახსოვთ მათი ამოღებული ხმა, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო სექტორმაც მოუწოდა პარლამენტს, რომ სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასთან დაკავშირებულ დადგენილებას მხარი დაუჭირონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი