ისრაელის თქმით, პუტინმა ლავროვის განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარის გამო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმოშობა ჰქონდა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. თქვა, რომ მან მიიღო ბოდიში და მადლობა გადაუხადა პუტინს პოზიციის დაზუსტებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკარინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ნაცისტურ იდეოლოგიასთან დასაკავშირებლად, ჰიტლერს შეადარა და თქვა, რომ 
"ჰიტლერის მსგავსად" მასაც ებრაული სისხლი აქვს

რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატის ანტისემიტურ განცხადებას აღშფოთება მოჰყვა ისრაელში.  მიუღებელი განცხადების გამო, ისრაელმა მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი