
უნგრეთს პრემიერი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს მისი დღევანდელი ფორმით. სანქციების პაკეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოსაც მოიცავს.
ორბანმა თქვა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ იქნება უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული "ატომური ბომბი". პრემიერის თქმით, უნგერში მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუ დაინახავს ახალ წინადადებას, რომელიც უნგრეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.
ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა, რომ უნგრეთს დასჭირდება 5 წელი და განახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს თავის გადამამუშავებელ ქარხნებში და მილსადენებში, რათა შეძლოს მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც დაახლოებით 65%-ით ეყრდნობა რუსულ ნავთობს.
"ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება, პირველ რიგში, 5 წელი გვჭირდება, რომ ეს პროცესი დასრულდეს... 1-1,5 წელი არაფრისთვის არ არის საკმარისი", - განაცხადა ორბანმა
იხილეთ ასევე: