ევროკავშირი რუსული ნავთობის, ტელევიზიების, რუსი სამხედროებისა და Sberbank-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება შეთანხმებული.

მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 4 განსხვავებული ტიპი ჩამოთვალა:

  • "ჩვენ ვიცით ვინ ხართ, ამას თავს ვერ დააღწევთ" - რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში, სამიზნე უნდა გახდნენ.
  • Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, უნდა გაითიშოს SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან.
  • 3 მსხვილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსული მაუწყებელი ევროკავშირში შეწყვეტს საკაბელო, სატელიტურ ან ინტერნეტ მაუწყებლობას - "რუპორი, რომელიც აძლიერებს პუტინის ტყუილს".
  • რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასრულება - "ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ეს".

ფონ დერ ლაიენის თქმით, მთელი რუსული ნავთობი ეტაპობრივად გაუქმდება. ნედლი ნავთობი ეტაპობრივად შემცირდება 6 თვეში, ხოლო რაფინირებული პროდუქტები 2022 წლის ბოლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი