"ინტენსიური დაბომბვები იყო, კანტუზია მივიღეთ, "ასკოლკებით" დავიჭერით" | უკრაინაში დაჭრილი ქართველების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაჭრილი 9 ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს ერთ-ერთ კლინიკაში გადიან.

ქართველმა სამხედროებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება უკრაინის აღმოსავლეთში ოკუპანტებთან შეტაკებისას მიიღეს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი ერთ-ერთ ცხელ წერტილში საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ოპერაცია მაინც წარმატებით შეასრულეს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ასე ვთქვათ, კარგად ვართ. ჰოსპიტალში ვიმყოფებით 9 ადამიანი. ინტენსიური დაბომბვები იყო. მივიღეთ კანტუზია, დავიჭერით "ასკოლკებით", ერთი გვყავს ტყვიით დაჭრილი. მინდა ბიჭებს მოკითხვა შევუთვალო აქედან, მინდა რომ გაძლიერდეთ, გამოჯანმრთელდეთ მალე და ისევ შევუტიოთ ოკუპანტებს", - ამბობს ერთ-ერთი დაჭრილი მებრძოლი, ლადო გამსახურდია.

ქართველი ჯარისკაცების უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებენ.

"ჩვენი ინფორმაციით, ყველა დაჭრილი, კანტუზირებული თავისი ფეხით დადის უკვე. აგერ არიან ბიჭები, აქ ვართ ისევ. ვიბრძვით იმისთვის, რომ ასეთი ბრძოლა საქართველომ არ იგემოს შემდეგ", - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ავთო ქაჯაია.

ასევე იხილეთ:

უკრაინაში "ზარინით" მოწამლული 6 ქართველი მებრძოლიდან, 2 ამ დრომდე კლინიკაში რჩება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი