ლონდონის ჩელსიში აბრამოვიჩის 19-წლიანი ეპოქა დასრულდა. ლონდონური კლუბი გაიყიდა. ბრიტანული მედია წერს, რომ კლუბი ამერიკულმა კომპანია - ლოს ანჯელეს დოჯერსმა - შეიძინა და აქციებში 5 მილიარდი ევრო გადაიხადა.
"ჩელსის" ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფორმალური დეტალები, მაისის ბოლოს მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პუტინის გარემოცვის წევრებს ევროპაში ფინანსური სანქციები დაუწესდათ და ქონება დაუყადაღეს.