ტრიბუნა არ დაიკარგება, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას გააჟღერებს სხვა - ხერხეულიძე EPP-ს ყრილობაზე

გამოქვეყნდა:

​ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ეკა ხერხეულიძის თქმით, თუ როტერდამში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას და სიტყვით გამოსვლას ვერ შეძლებს, მის მაგივრად მესამე პრეზიდენტის სახელით სხვა ისაუბრებს.

ამის შესახებ ხერხეულიძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. ეკა ხერხეულიძეს არ დაუკონკრეტებია ვინ გამოვა სიტყვით ყრილობაზე, თუმცა თქვა, რომ ის დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის გზავნილებს გააჟღერებს.

"ყველას ესმის, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის პატიმარია, თავისუფალიც რომ იყოს, ჩემი წარმოდგენით, თავად ვერ შეძლებს წარდგეს ამ ყრილობაზე და ევროპას მიმართოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მის სიტყვებს აუცილებლად გააჟღერებს სხვა, რომელიც იქნება კიდევ უფრო ემოციური, იმიტომ რომ ის არ ილაპარაკებს საკუთარი ენით, ილაპარაკებს მიხეილ სააკაშვილის ენით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ექნება ევროპას და დასავლურ სამყაროს და თავისთავად ეს არის უკიდურესად ჩიხური მდგომარეობა ქართული ოცნებისთვის. ეყოლება პატიმრად მიხეილ სააკაშვილი? ტრიბუნა არ დაიკარგება და მიხეილ სააკაშვილს სხვა გააჟღერებს, ის სხვა ვინც ვერც წარმოუდგენია...არ ეყოლებათ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე ის შეძლებს მიმართოს ევროპას",- თქვა ეკა ხერხეულიძემ.  

ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა სთხოვა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი