დაკავებებს ხელმძღვანელობდნენ მაღრაძე და ბესელია, რომლებსაც ჰქონდათ სია - კირთაძე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნებზე

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ბათუმში აქციაზე აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებები მიზანმიმართული იყო და მასში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელები უშუალოდ მონაწილეობდნენ. როგორც კირთაძემ აღნიშნა, მათ ჰქონდათ სიები, ვინ უნდა დაეკავებინათ აქციაზე.

"რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაღრაძე და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი ბესელია. მათ ჰქონდათ სია, ვინ უნდა დაეკავებინათ, დაკავება დაიწყეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებით, ამას შემდგომ მოჰყვა ბათუმის საკრებულოს წევრები, ქობულეთის და ყველა იმ აქტიური ადამიანის, ვინც ასე თუ ისე კარგად ჩანს საპროტესტო აქციებზე",- თქვა გიორგი კირთაძემ მთავარი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 25 ადამიანი დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებთან პოლიციელები მივიდნენ და კარვების დაშლა დაიწყეს.

დაკავებულთა ნაწილი დღეს გაათავისუფლეს. ნაწილის სასამართლო პროცესი კი ხვალ გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი