
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
გიული ალასანია აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციას არ ენდობა. მისივე თქმით, ოჯახის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.
"არავითარი შედეგები ჩემთვის ცნობილი არ არის. შეიძლება ექიმებისთვის არის, მაგრამ ისინიც ამბობენ, რომ მათაც არაფერი იციან.
პენიტენციური სისტემა აცხადებს, რომ არ ენდობიან ექიმების დასკვნებს, რომ ისინი არინ სუბიექტურები და როგორც ჩანს, ისინიც ომის პარტიის წევრებად მიჩნიათ, მე კიდევ არ ვენდობი პენიტენციურ სისტემას.
ოჯახის მთავარი მოთხოვნა არის, რომ როგორმე ადამიანს სიცოცხლე გადავურჩინოთ. გავიხსენოთ, როგორ მდგომარეობაში, როგორ ფორმაში ჩამოვიდა ადამიანი აქ და ახლა შევადაროთ, დღეს როგორ გმოიყურება", - თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან დასვენების დღეების გამო, უკვე მეორე დღეა არავინ შესულა. ხვალ 9 მასია, უქმე დღე, რაც ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულებას ისევ ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში უცნობი იქნება, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამავე თემაზე: