ეს სიტყვები თქვენი მოგონილია!!! - წილოსანი თავს იმართლებს

გამოქვეყნდა:

ნინო წილოსანმა მისივე განცხადებას, ჯერ მანიპულაცია უწოდა, შემდეგ კი მოგონილი. "ქართული ოცნების" დეპუტატი წერს:

"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან" - ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში!
მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი!
პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?" წერს წილოსანი.

კუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან - უპასუხა წილოსანმა "ფორმულას", გადაცემა" დროების" ჟურნალისტს კითხვაზე, თუ ახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, "ვიგინდარა", "სამარცხვინო არსება" პუტინის მისამართით თქვეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი