
"ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია" - აცხადებს აზოველი მებრძოლი, ილია სამოილენკო ონლაინ პრესკონფერენციაზე, რომელიც უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ალყაში მყოფმა მებრძოლებმა დღეს გამართეს.
მათი ინფორმაციით, აზოვსტალი ინტენსიურად იბომბება და მხოლოდ გასულ ღამეს 25 ჭურვი ჩამოაგდეს. მტერი იყენებს ავიაციას, ჭურვებს, ნაღმტყორცნებს, საზღვაო ფლოტსა და ქვეითებს.
სამოილენკოს თქმით, ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როგორიც ახლაა, სამხედროებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ - დაყარონ იარაღი და დაელოდონ სიკვდილს, გაქცევა - მოვალეობისა და ფიცის დავიწყება და ასევე, სიცოცხლის გარანტიის ერთადერთი გზა, რომლითაც "არ შეგრცხვება იმისა, რაც გააკეთე - დადექი და იბრძოლე" ამბობს სამოილენკო.
"ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ აზოვის პოლკს არ აქვს გადარჩენის მაღალი შანსი დატყვევების შემთხვევაში. ეს მიუღებელია ჩვენი მხრივ, იმიტომ, რომ მტერს ასეთ დიდ საჩუქარს ვერ გავუკეთებთ, რადგან ყოველი პატიმარი გაცვლის ფონდია, ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის რესურსი“, - განმარტა სამოილენკომ.
იხილეთ ასევე: