"აზოვი" ვერ ადასტურებს, რომ აზოვსტალიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს

გამოქვეყნდა:

"ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია" - ეს აზოველი მებრძოლის ილია სამოილენკოს სიტყვებია.

მან და პოლკის მეთაურის მოადგილემ უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ალყაში მყოფებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ვითარება ქარხანაში ძალიან მძიმეა და რუსები ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ.

მებრძოლები ვერ ადასტურებენ მშვიდობიანი მოქალაქეების სრული ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას. არსებული დაძაბული ვითარების გამო სვიატოსლავ პალამარს ბრიფინგის დატოვება მოუწია.

"ამ მომენტისთვის აზოვსტალი ინტენსიურად იბომბება. მხოლოდ გასულ ღამეს 25 ჭურვი ჩამოაგდეს. მტერი ავიაციას, ჭურვებს, ნაღმტყორცნებს, საზღვაო ფლოტსა და ქვეითებს იყენებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაიყვანეს, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი გაიყვანეს თუ არა ყველა.

ჯერ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ხელისუფლების წარმომადგენელი არ ჩამოსულა და არ არის  ჩამოსული სპეცტექნიკა, რომელიც აზოვსტალის ტერიტორიას გაწმენდს.

ე.წ. სიჩუმის რეჟიმის დროს 3 ჯარისკაცი დავკარგეთ, 6 კი დაიჭრა, ეს შემთხვევა მოქალაქეების ევაკუაციის მომზადების დროს მოხდა.

ორთვენახევარზე მეტი, მსოფლიოს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს მოქალაქეების ევაკუაციას ვთხოვთ, მხოლოდ ახლა მივაღწიეთ შედეგს. ძალიან ბევრი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს მათ ევაკუაციას ვითხოვთ.

ჩვენ არ გვჭირდება პოლიტიკოსების მხარდაჭერა, სამართლიანობა გვჭირდება, სანამ ცოცხლები ვართ, ამ სამართლიანობისთვის ვიბრძოლებთ",- თქვა სვიატოსლავ პალამარიმ.

განცხადება, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია, გუშინ, 7 მაისს უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა. მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება ევაკუაციის მეორე ეტაპისთვის, რაც გულისხმობს ქარხნიდან დაჭრილებისა და მედიკოსების გაყვანას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი