
უკრაინაში ჩასულ ჯასტინ ტრუდოს ქვეყნის პრეზიდენტი შეხვდა - "კანადა უკრაინის მხარდამჭერთა ლიდერებს შორისაა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ კანადის პრემიერ მინისტრი დღეს უკრაინელი ხალხის გვერდითაა. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით წარმატებას მივაღწევთ ყველა გამოწვევაში" წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
კანადის პრემიერმინისტრი უკრაინაში დღეს ჩავიდა. ის ქალაქ ირპენში იმყოფებოდა. დღეიდან მუშაობა განაახლა უკრაინაში კანადის საელჩომაც.