
კანადის საელჩომ უკრაინაში დღეს მუშაობა განაახლა. კიევში, დიპლომატიური უწყების მეორედ გახსნას, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო დაესწრო და დროშაც აღმართა.
შეგახსენებთ, ომში მყოფ ქვეყანაში, კანადის პრემიერმინისტრი დღეს ჩავიდა. ტრუდო ქალაქ ირპენში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა "რუსული მშვიდობის" კვალი.