ელისო კილაძე სუს-ში მის დაბარებას უკრაინელი ჟურნალისტის განცხადებას უკავშირებს

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიას საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე დღეს "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძეა დაბარებული. კილაძის ვარაუდით, მისი დაბარება უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას მიერ "იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, როდესაც მან თქვა, რომ მასთან კონტაქტი ჰქონდათ გარკვეულ ადამიანებს, რომლებსაც გაბუნია ახალ პოლიტიკურ ლიდერად უნდა წარმოეჩინათ.

დეინეკა უკრაინაში ანტიპუტინისტური მოძრაობის დაფუძნებაზე საუბრობდა, რომლის ხელმძღვანელად გიორგი გაბუნიას, ხოლო პრესსპიკერად კილაძეს ასახელებდა. კილაძე ამბობს, რომ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

დეინეკას ჩემთვის მიმდინარე წლის 6 მარტს გამოგზავნილია ქვს სმს. მწერს, რომ ქართულ-უკრაინული მედია პროექტის ფარგლებში უნდა ჩემთან დაკავშირება და მთხოვს საკონტაქტო ტელეფონს. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის განცხადება, რაც მან "იმედის" ეთერში გააკეთა, ეს შეტყობინება და ჩემთან დაკავშირების მცდელობა. მე მაინც მგონია, რომ ეს გახლავთ რუსული ვერსია, რომ გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის ისრები გადაიტანონ კადიროვიდან აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, სავარაუდოდ ალბათ, უკრაინის ქართული დიასპორის მიმართულებით, - ამბობს "ქრონიკა +"-ის რედაქტორი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი