
"სასწაულია, თქვენ მინდა მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 9 მაისს და არა ევროპის მსგავსად 8 მაისს.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ.
ევროპაში ნაცისზმე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს და ამ დღეს მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად. პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 9 მაისს მიიჩნევს. იხილეთ ასევე: