რაღაც რიგითი ყრილობაა, რიგითი პარტიის - ზარქუა EPP-ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ირაკლი ზარქუასთვის, ევროპის ყველაზე დიდი პარტიის ყრილობა, რიგითი პარტიული ყრილობაა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიწვევაზე EPP-ს ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისთვის და თქვა:

"მე უბრალოდ კითხვა მინდა, დაგისვათ. "ნაციონალურ მოძრაობას" თუ არ ვცდები, ჯერჯერობით ჰყავს თავმჯდომარე, ნიკანორ მელია. ის არის მოწვეული, თუ არა? პასუხს თუ მომცემთ გამიხარდება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ის არ არის მიწვეული. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არის გაწევრიანებული და საწევროებს იხდის, იმის თავმჯდომარე არ არის მიწვეული. ერთი პარტია მეორე პარტნიორი პარტიების მიმართ რა ურთიერთობა აქვს თან ყრილობაა რაღაც, ეს არ არის სახელმწიფოთა შორის. ეს არის რიგითი ყრილობა, რიგითი პარტიის, ამიტომ საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში",- ამბობს ზარქუა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვენ. მიპატიჟება მიხეილ სააკაშვილმა პირადად სახალხო პარტიის პრეზიდენტის დონალდ ტუსკისგან მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი