
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი მოკრძალებული აღლუმი რუსეთში არ ჩატარებულა - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე, მოსკოვში დღეს გამართულ 9 მაისის აღლუმს.
ექსპერტი ყურადღებას პუტინის სიტყვით გამოსვლაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მისი მესიჯებიდან გამომდინარე ჩანს, რომ პუტინი, უკრაინის ტერიტორიაზე თავდაცვითი ომის წარმოებას აპირებს.
"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი მოკრძალებული აღლუმი გამარჯვებისა ფაშიზმზე რუსეთში არ ჩატარებულა. ჩვენ ვნახეთ, რომ ავიაციაც არ იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე საგულისხმო არის პუტინის სიტყვა, რომელიც იყო საკმაოდ მოკრძალებულიც. ის გაუგებრად ლაპარაკობდა ლაპარაკობდა საკუთარი ტერიტორიის, საკუთარი უკრაინის დაცვაზე, ამ მესიჯიდან გამომდინარე ჩანს, რომ პუტინი აპირებს თავდაცვითი ომის წარმოებას უკრაინის ტერიტორიაზე. არა მარტო პუტინი, იქ მყოფი ყველა გრძნობს, რომ ეს იყო პანაშვიდი და არა მარში",- ამბობს აკია ბარბაქაძე.
იხილეთ ასევე: