
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, პუტინის სიტყვით გამოსვლის დროს "სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა" - ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა გააკეთა.
პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზებს შორის დაასახელა ის, რომ ნატო-ს ალიანსი რუსეთის საზღვრებს "გარს აკრავს"- უოლესმა უარყო პუტინის ეს პრეტენზიები და თქვა, რომ ნატო რუსეთის სახმელეთო საზღვრის 6%-ს შეადგენს, რაც გარშემორტყმულს არ ნიშნავს.
რაც შეეხება ნატოს ბაზებს უკრაინაში, უოლესმა თქვა, რომ უკრაინაში ნატო-ს ბაზები არ ყოფილა და ამას უკრაინის ელჩიც დაადასტურებს. მისივე თქმით, პუტინი წლებია "ზღაპრულ პრეტენზიებს" აყენებს.
"მე ვფიქრობ, რომ მას სჯერა იმის, რისიც უნდა, რომ დაიჯეროს. გამოსვლაში სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა. მაგრამ ნება მომეცით, კატეგორიულად დავაფიქსირო: ნატო, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთ ევროპა არ გეგმავს რუსეთში შეჭრას და ამას არც არასდროს გააკეთებს", - თქვა მან.
მანამდე, ბრიტანეთის ეროვნული არმიის მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას, უოლესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
იხილეთ ასევე: