"მამაჩემი აზოვის მებრძოლია, ახლა ის აზოვსტალის ქარხანაშია, დაგვეხმარეთ გამოყვანაში" - აზოველების შვილების მიმართვა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს ის ბავშვები მიმართავენ, რომელთა მშობლებიც ამ დრომდე "აზოვსტალის" ქარხანაში იმყოფებიან და მთელი უკრაინის დასაცავად იბრძვიან. 

"მამაჩემი აზოვის მებრძოლია, ახლა ის მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაშია. ის ახლა მარიუპოლისა და მთელი უკრაინის დასაცავად იბრძვის. ჯარისკაცის შვილები მოგიწოდებთ მსოფლიოს, დაგვეხმარეთ მამაჩემისა და სხვა მისი ძმობილი ჯარისკაცების გამოყვანაში",- ამბობს მარიუპოლის დამცველის შვილი

კიდევ ერთი სამხედროს ოჯახის წევრი ბიძის გადარჩენას ითხოვს:

"მთელ მსოფლიოს გევედრებით ჩემი საყვარელი ბიძა და მისი მეგობრები გადაარჩინეთ, ძალიან გვინდა, რომ საყვარელ სახლში დაბრუნდნენ" 

 "მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, დედა აღარ იღიმის, სულ ტირის, მამაზე ნერვიულობს" - ამბობს კიდევ ერთი პატარა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი