ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ბექა შენგელიამ, სასამართლოზე პროკურორს ბოტასი ესროლა

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ  ბექა და გიორგი შენგელიებს, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბექა შენგელიამ პროკურორს ბოტასი ესროლა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

შენგელიების ბრალდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი