ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ EPP-ის ყრილობაზე აუცილებლად ჩავიდოდა - მერი კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მერი კალაძე ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე, სიტყვით გამოსასვლელად აუცილებლად ჩავიდოდა.

"არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს უცხოეთში მისი გადაყვანა, თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული. 

[EPP-ის ყრილობაზე] ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა", - თქვა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვენ. მიპატიჟება მიხეილ სააკაშვილმა პირადად სახალხო პარტიის პრეზიდენტის, დონალდ ტუსკისგან მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი