მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივა მედში" გამოკვლევებისთვის გადაყვანას შესთავაზებს. განცხადება ცოტა ხნის წინ, მინისტრმა ბრეგაძემ გააკეთა: 

"ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა" - განაცხადა ბრეგაძემ

გარდა ამისა, ბრეგაძის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტი ციხის ექიმების მიერ დანიშნული წამლებიდან, მხოლოდ ნაწილს იღებს, შერჩევით.  

ბრეგაძისთვის გაუგებარია ენმ-ს ინიციატივაც მიხეილ სააკაშვილის თავდებობაზე:

რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს ეს ხალხი, ადამიანი არის მსჯავრდებული საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად. შესაბამისად იმისთვის, რომ არ ჰქონდეს სხვა გართულებები, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილ იქნას ვივა მედში - ამბობს ბრეგაძე.

რაც შეეხება უცხოელი ექიმების ჩართვის ინიციატივას, რომლითაც თამარ კორძაია გამოვიდა, ბრეგაძე ამბობს, რომ პაციენტზე უნდა ისაუბროს მხოლოდ ექიმმა და არა პოლიტიკოსებმა: 

"ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუკი ადამიანი არის პაციენტი, მის ჯანმრთელობაზე, მკურნალობაზე, უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა. საინტერესოა თამარ კორძაიას რა სამედიცინო განათლება აქვს? - ამბობს ბრეგაძე. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი