"საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ექიმი" - ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე არ პასუხობს კითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო იმ შემთხვევაში,  თუ "ვივა მედში" გადაყვანის შემდეგ ექიმები იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ მოხერხდება და მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო.

ბრეგაძემ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმია.

"რატომ იძახით ასე ხშირად უცხოეთს, და საუბარია მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთში გაყვანაზე. რა არის მიზანი, მოდი აქედან ამოვიდეთ, მიზანი არის, თუკი ადამიანი არის ავად, მისი განკურნება. თუკი განკურნება არის მიზანი, შესაბამისად, მას უნდა უმკურნალოს ექიმებმა, საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩაუტარებენ შესაბამის გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალებენ სათანადოდ", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა ვივა მედში გადაყვანა შესთავაზა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი