პატიმრის გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ ხდება - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

პატიმრის გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ ხდება - აცხადებს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და გამორიცხავს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანის შესაძლებლობას. კითხვაზე, დატოვებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში, ბრეგაძე პასუხობს:

"დავტოვებთ, ეს ხომ სასტუმრო არ არის. ეს არის საავადმყოფო. ჩვენ ესე არავის არსად ვტოვებთ, თუკი ჩათვლის ექიმი, რომ საჭიროა მკურნალობა , უკვე მეხუთედ გავიმეორე, გაყვანილ იქმნება კლინიკა ვივა მედში გამოკვლევების ჩატარების მიზნით და თუკი ამის საჭიროება იქნება, მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა." ამბობს ბრეგაძე.

კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, ბრეგაძე პასუხობს - იძულებითი მკურნალობა ვერ ჩაუტარდება.

ბრეგაძემ დღეს მესამე პრეზიდენტს კლინიკა ვივა მედში გამოკვლევებისთვის გადაყვანა შესთავაზა
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი