
თავმჯდომარე კობახიძეს არ ჰგონია ვინმემ მესამე პრეზიდენტზე პასუხისმგებლობის აღება შეძლოს. ასე გამოეხმაურა ის "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით.
კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში ყველანაირი მომსახურებით უზრუნველყოფილია.
"წამებაზე იყო გახსოვთ თქვენ საუბარი და მერე ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელის შეტანაც კი ვერ გაბედეს, მარტივი მიზეზის გამო, რა თქმა უნდა, არავითარ წამებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველანაირი მომსახურებით არის სააკაშვილი უზრუნველყოფილი. რაც შეეხება დეტალებს, ვინ უნდა იყოს, რომელი ექიმი ჩართული და ა.შ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის შესაბამისი უწყების, იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივა.
მე არ მგონია ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, ძალიან მარტივად ვთქვათ, მასზე ჰქონდათ როგორც ჩანს ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილზე სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მისი პიროვნული თვისებების გამო", - კობახიძე.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დღეს თქვა, რომ პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანა არ ხდება. უწყება მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" გადაყვანასა და კვლევების ჩატარებას სთავაზობს.