"შესთავაზეს გადაყვანა გამოკვლევების მიზნით და არა მკურნალობა" - მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა დღეს არა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ მომდევნო დღეებში კვლევების ჩასატარებლად "ვივა მედში" გადავიდეს. მისი თქმით, ეს მზაობა მან შესაბამის პერსონალს დაუდასტურა. 

ნაყოფიამ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დედასთან და შვილთან შეხვედრას ელოდება. მისივე თქმით,   იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება გულისხმობს გამოკვლევებს და არა კლინიკაში მკურნალობას. 

"მას უკვე აცნობეს სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, საუბარია, მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით, ანუ მას შესთავაზეს, რომ ვივა მედში გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თან შესთავაზეს რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც მან უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ისედაც უიშვიათესი დღე არის მისი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში, როცა მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს. [...] ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა", - თქვა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა დღეს თქვა, რომ პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანა არ ხდება და უწყება მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" გადაყვანასა და კვლევების ჩატარებას სთავაზობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი