მიხეილ სააკაშვილი საკვებსა და მედიკამენტებს არ კი არა, ვერ იღებს, იუსტიციის სამინისტრო ცრუობს - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი წამლებს შერჩევითად, ხოლო საკვებს მიზანმიმართულად არ იღებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ნაყოფია სიცრუეს უწოდებს. 

კობა ნაყოფიამ დღეს კიდევ ერთხელ რამდენჯერმე ახსნა, რომ მესამე პრეზიდენტს აქვს მიუღებლობა, რაც რეალურად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამედიცინო პრობლემებს უკავშირდება.

"ვერ იღებს საკვებს. ორგანიზმი ვერ ღებულობს საკვებს. ზოგჯერ არის, რომ მედიკამენტების გამოც ხდება ცუდად. არ ყოფილა, რომ მიგიღიათ პრეპარატი და ვერ ღებულობს ორგანიზმი, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ თუ საკვებს იღებთ, უარესად ხდებით, თუ მედიკამენტს ღებულობთ, ხდებით უარესად.
არ-ზე არ არის საუბარი, არის ვერ-ზე! და "ვერ" არის გამოწვეული სერიოზული სამედიცინო პრობლემებით, რაც აუცილებლად დროულად დასადგენია და დროზე არის სამკურნალო. 
რეალურად, დღეს იუსტიციის სამინისტრო ცრუობს, დღეს სამინისტრო გამოდგა და იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას იყენებს, რომ წამლებს არ იღებს, საკვებს... რაც არ შეესაბამება სიმართლეს! სიმართლე არის ის, რომ ვერ იღებს. ამაში ძალიან დიდი სხვაობაა" ,-ამბობს კობა ნაყოფია.

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კობა ნაყოფიამ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე თანახმაა, მაგრამ არა დღეს, რადგან დღეს მას ოჯახთან შეხვედრის იშვიათი შესაძლებლობა აქვს. ამავდროულად ნაყოფიამ ხაზგასმით განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს  "შესთავაზეს გადაყვანა გამოკვლევების მიზნით და არა მკურნალობა"

იხილეთ მინისტრი ბრეგაძის განცხადებები:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი