კობახიძემ ფაქტიურად თქვა, ბიძინა ისეთი ნაძირალაა, თუ 500 მილიონს ახლავე არ დაუბრუნებთ, მზად არის რუსეთს მიყიდოს საქართველო - ხუხაშვილი

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი განმარტავს, რატომ დააზიანა კობახიძისა და სხვების განცხადებებმა შვეიცარიულ ბანკთან დავის საკითხზე, ივანიშვილი:

"მცირე განმარტება, თუ რატომ დააზიანა კობახიძის და სხვების განცხადებებმა ბიძინა ივანიშვილი:
ბიძინა ამ დავაში არის მართალი და ადრე თუ გვიან თავის ფულს დაიბრუნებდა, ჩვეულებრივი კომერციული დავის  ფარგლებში. ეს სასამართლომაც დაადასტურა.
ერთადერთი შანსი, ეს რომ არ მოხდეს, არის საკითხის პოლიტიზირება და მთელი დასავლეთის გადაკიდება.
ჰოდა კობახიძემ ფაქტიურად  თქვა, რომ ბიძინა ისეთი ნაძირალაა, რომ თუ ხუთას მილიონს ახლავე არ დაუბრუნებთ (არა ბანკი, არამედ დასავლეთი), მზად არის რუსეთს მიყიდოს საქართველო და ჩვენ ამაში დავეხმარებითო…" წერს ხუხაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი