კობახიძე არ გამორიცხავს, რომ Credit Suisse ივანიშვილს ფულს “კოორდინირებული მოქმედებების” შედეგად არ უხდის

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თავმჯდომარე კობახიხე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა "კოორდინირებული ქმედებების" შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

კობახიძე დღეს ხათუნა ხოფერიას მოსაზრებას დაეთანხმა და თქვა: 

“ვნახე განცხადება და მე მგონია, რომ ეს კითხვები ლეგიტიმურია, არც თუ უსაფუძვლოა. ჩვენ ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია, რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური.

ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით. ჩვენ გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის ალოგიკური გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის და აქაც ჩანდა კოორდინაცია, იყო სხვა შემთხვევებიც, ალოგიკური მოვლენები. ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია – კაცი სანქციებს არ ექვემდებარება, ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ენმ-სთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა. გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით, ესეც კომუნიკაციაზე მიუთითებს.

ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკიდან… შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულები და როცა ასეთი საბანკო სისტემის ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ხათუნა ხოფერია ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას პოსტით გამოეხმაურა და მისი მოსაზრებით, შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების რესურსი მხოლოდ ამერიკას აქვს.

შეგახსენებთ, ივანიშვილი აპირებს მეორედ უჩივლოს Credit Suisse-ს და ამ დავის დეტალებზე საუბარს საერთაშორისო მედიასთან პრესკონფერენციებზე გეგმავს.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი