რისი თქმა უნდათ, რომ სინამდვილეში ივანიშვილი ყოფილა მთავარი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს - ენმ "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

ენმ-ში აცხადებენ, რომ ივანიშვილის 2 წლიანი დუმილის ფონზე, ის მხოლოდ მაშინ გააქტიურდა, როცა საფრთხე მის პირად კაპიტალს დაემუქრა. ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერების დღევანდელი განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ მაშინ, როცა ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი პანდემია, რომელსაც 17 ათასამდე მოქალაქე ემსხვერპლა,  ხალხი ჩავარდა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისსა და ბოლოს, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ამ ყველაფრის ფონზე, ოლიგარქს არაფერზე რეაქცია არ ჰქონია და მხოლოდ ახლა გააქტიურდა:

"მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა დაუდგა მის პირად კაპიტალს, პირად ფულს, ნახევარ მილიარდ დოლარს ერთ ერთ ყველაზე სანდო და ცნობილ შვეიცარულ ბანკში, მხოლოდ მაშინ გამოდგნენ მთელი დღის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაქირავებული ექსპერტები და მოთქვამენ, ტირიან, რა ხდება, რატომ არ ურიცხავენ ფულს ივანიშვილს" - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

მან კობახიძის მიერ, დღეს აწყობილი "კონსტრუქციაც" შეაფასა:

"ანუ, რისი თქმა უნდათ, რომ სინამდვილეში არა რომელიღაც ოპოზიციური პარტია, რომელსაც აბსურდულ ბრალს უყენებენ მთელი 2 თვის განმავლობაში და ომის პარტიას ეძახიან ნაციონალურ მოძრაობას, არამედ, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი მოქმედი პირი და მთავარი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ომი დაიწყოს" განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ივანიშვილი- "კრედიტ სუისის" დავასთან დაკავშირებით, "ოცნების" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს აქტიურად ავრცელებენ განცხადებებს, უპირისპირდებიან შვეიცარულ ბანკს და სხვადასხვა თეორიებს ავითარებენ.

ამ ყველაფერს თავმჯდომარე კობახიძე ეთანხმება და იზიარებს. ის არ გამორიცხავს, რომ Credit Suisse ივანიშვილს ფულს “კოორდინირებული მოქმედებების” შედეგად არ უხდის
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი