
"აზოვის" პოლკის ჯარისკაცი, ლეიტენანტი ილია სამოილენკო "აზოვსტალის" ქარხანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ თავშესაფარში მყოფ სამხედროებს შორის ბევრი დაჭრილი და დაღუპულია.
"გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები. დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა საკმაოდ დიდია და სამხედროები იმსახურებენ სათანადო ზრუნვას. არავინ ელოდა, რომ ამდენხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჩვენ ვიღებთ დიდ მსხვერპლს, განვიცდით დანაკარგებს. გვაქვს უკიდურესად შეზღუდული რესურსები და ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა - ყველაფერს", - ამბობს სამოილენკო.
ასევე იხილეთ: