
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი არ თანხმდება არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია განხორციელდეს. ამის შესახებ მან მალტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ჩვენ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ მათი [უკრაინელი სამხედროების] გადარჩენა შევძლოთ. თუმცა რუსეთი არ გვთანხმდება არცერთ შეთავაზებულ ვარიანტზე... პარტნიორებს მარიუპოლის გასათავისუფლებლად საჭირო იარაღი ვთხოვეთ, თუმცა საჭირო რაოდენობა ახლა არ გვაქვს, - თქვა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: