"მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ კალაძე ორბელიანის მოედანზე მივიდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ თბილისის მერი, დღეს ორბელიანის მოედანზე მივიდა. კახა კალაძე ამბობს, რომ პარკინგი, რომელიც არხის ეთერში იყო ნაჩვენები, კერძო საკუთრებაა, თუმცა მერია მათ პასუხს აუცილებლად მოსთხოვს.

შეეცადნენ, რომ მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში და ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება. ის, რომ ეს პარკინგი ასეთ მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ იგეგმება ამ პარკინგის რეაბილიტაცია, არაერთხელ გვქონია კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არა მუნიციპალიტეტის თანხებით, არამედ, ვისიც არის, მათი თანხებით, - განაცხადა კალაძემ.

მერმა განმარტება მის გუშინდელ მუქარაზეც გააკეთა, როცა კახა კალაძე მედიასა და პოლიტიკოსებს მუშტებით დაემუქრა. "ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი'' - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა გუშინ, სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა.

დღეს კი კალაძე ამბობს, რომ ეს არც მუქარაა და არც სიძულვილის ენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი