"წამლები არასაკმარისია, იძულებული ვართ, ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ" - პალამარი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მცველი, "აზოვის პოლკის" მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი "აზოვსტალის" ქარხანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ დაშავებულებისთვის წამლები არ აქვთ, ამიტომ უწევთ, ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩაატარონ.

პალამარი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს.

"ბიჭები კვდებიან, წამლები არასაკმარისია. იძულებულები ვართ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ. თუ მესამე მხარე არ დაგვეხმარება, კატასტროფა იქნება. საერთაშორისო პარტნიორებისგან გარანტიებია საჭირო და პუტინზე ზეწოლა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც მასთან საუბარი შეუძლიათ", - ამბობს პალამარი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი