"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, სწორია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა "კოორდინირებული ქმედებების" შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.
მაჭარაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, კობახიძის განცხადებებში "ეჭვი არ შეიტანონ".
"ირაკლი კობახიძეს აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ რასაც ამბობს აქვს არგუმენტები და საფუძვლიანი არგუმენტები. აქედან გამომდინარე, ნუ შეგაქვთ ეჭვი მის განცხადებებში. დაუჯერეთ, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და ბევრს ისწავლით, თუ მოუსმენთ. ბიძინა ივანიშვილს თუ ახსენებთ ასჯერ მეტჯერ, კარგია მაგრამ სხვა საკითხებზეც დასვით კითხვები", - ამბობს მაჭარაშვილი.
ასევე იხილეთ: