
"კრედიტ სუისი" კერძო ბანკია და მე არ ვიცი, რა ხდება იქ. ამიტომ, ამის შესახებ თავად მათ უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება გუშინდელ კომენტარებს, მიმაჩნია, რომ ისინი ძალიან დამაბნეველი იყო. საერთოდ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ფაქტებზე არ არის დაფუძნებული, ქმნის დაბნეულობას საზოგადოებაში და ეს საერთო საქმეს ნამდვილად ვერ წაადგება. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ საზოგადოების გახლეჩვას იწვევს. ახლა არის ის დრო, როდესაც საქართველო უნდა გაერთიანდეს. მე თავადაც ძალიან დამაბნია გუშინდელმა კომენტარებმა და ამიტომ ნათელს ვერ მოვფენ იმას, რაც ითქვა", - ასე ეხმაურება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ ივანიშვილის გადარიცხვებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.