ამერიკა არავის უხსენებია, ცარიელი სპეკულაციაა - კობახიძე ივანიშვილის გადარიცხვებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადარიცხვაზე საუბრისას მათი გუნდიდან ამერიკა "არავის უხსენებია".

კობახიძემ გუშინ "ოცნების" მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას მოსაზრებაზე, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების რესურსი მხოლოდ ამერიკას აქვს - თქვა, რომ "ეს უსაფუძვლო არაა". დღეს ის ამბობს, რომ ამერიკის ხსენებაზე საუბარი "სპეკულაციაა".

"ჯერ ერთი, ამერიკა არავის უხსენებია და შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. როდესაც მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ. 

საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლება და რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ ერთ მხარეს ვნახეთ ხოფერიას განცხადება, რომელიც პირდაპირ კონკრეტულ ქვეყანას ადანაშაულებს რაღაცაში, მეორე მხარეს ვნახეთ უსუფაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ ხდება და ერთი დღის მაგივრად როცა თვე-ნახევარი გრძელდება რაღაც საბანკო გადარიცხვა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ხოფერიას შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი, უსუფაშვილს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს, მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ გავიზიარებ", - თქვა კობახიძემ. 

მისივე აზრით, ხოფერიას ან სხვების მიერ დასმული კითხვები ლეგიტიმურია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი