უკრაინელებმა გაანადგურეს ოკუპანტები, რომლებიც მდინარე სევეროდონეცკის გადალახვას ცდილობდნენ [ფოტო]

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში გაანადგურეს რუსი ოკუპანტები, რომლებიც მდინარე სევეროდონეცკის გადალახვას ცდილობდნენ. ვრცელდება განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტომასალა. 

გაიდაის ინფორმაციითვე, ოკუპანტები ცდილობენ რუბეჟნოეს სრული კონტროლის მოპოვებას, ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილის გატაკეტვასა და სევეროდონეცკის დაკავებას. 

თუმცა, მისივე თქმით, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკის თემის სოფლები და ქალაქები, გორსკოეს თემის სოფლებითა და დასახლებებით, ისევე როგორც რუბეჟნოეს ნაწილი, ახლა უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება ბელოგოროვკაში, კამიშევახაში და სევეროდონეცკის მისადგომებთან.

"დაბომბვა გაძლიერდა ლუგანსკის მთელ ფრონტზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბელოგოროვკაში, კამიშევახასა და სევეროდონეცკის მისადგომებზე. მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
რაშისტები არ ცვლიან ტაქტიკას. ისინი ანგრევენ ქალაქებს და მხოლოდ ამის შემდეგ შედიან გადამწვარ მიწებზე. ბელოგოროვკა ახლა აკავებს რუსეთის შემოჭრას..." - ხაზგასმით აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ოკუპირებულ პოპასნაიაში ხალხი მასობრივად ქრება, ოკუპანტები უკრაინელ აქტივისტებს ეძებენ.

ლუგანსკის რაიონში არ არის ელექტროენერგია, წყალი, გაზი და მობილური კომუნიკაცია, ოკუპირებული დასახლებები კი მთლიანად განადგურებულია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი