უნდა გაიგო და დააფასო, რომ დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია, გასაგებია ჩემო მეგობარო?! - ღარიბაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტს მოუწოდებს დააფასოს ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, რადგან დღეს ქვეყანაში "რეალური დემოკრატიაა და ყველაფერი ევროპული ამ ხელისუფლების დამსახურებით ხდება". 

ჟურნალისტმა პრემიერს კითხა ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ბოლო ორი დღეა ხელისუფლების მხარდამჭერები ავრცელებენ, ასევე, იმაზე, რომ დასავლეთიდან იყო მოწოდებები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ტყუილია, თითქოს მესამე პრეზიდენტს აქ ვერ უმკურნალებენ და ჟურნალისტს უთხრა, რომ "ხალხი 9 წელი ითმენდა მათ, [ჟურნალისტების] ტყუილს, ჩაგვრას, გაუპატიურებას", რადგან ღარიბაშვილის აზრით,  "მთავარი არხიც" სააკაშვილის პარტიას წარმოადგენს.

"ეს არის ტყუილი, ხალხს ნუ ელაპარაკებით ტყუილს, თქვენი ტყუილი, ცხრა წელი ხალხმა დაითმინა, დაითმინა ათასი უსამართლობა, ჩაგვრა, გაუპატიურება, კვლა, თქვენ წარმოადგენთ სააკაშვილის პარტიას, ამაზეა საუბარი. [...] ანტიდასავლური ბატონო იყო ყველა ის პოლიტიკა, ყველა ის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩაიდინა თქვენი ბელადის მთავრობამ, ყველაფერი რაც ხდებოდა იყო ანტიევროპული, ანტიჰუმანური, რომ გაიგე, უნდა გაიგო კარგად, უნდა დააფასო, დააფასო ის რომ დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია, დღეს ქვეყანაში თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატო-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება "ქართულ ოცნებას", გასაგებია ჩემო მეგობარო?!" - უთხრა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს. 

მანამდე მან ჟურნალისტებს ურჩია ბიძინა ივანიშვილზე ცინიკურ საუბარს თავი დაანებონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი