პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართეთ - "ვივა მედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმები არ შეუშვეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკას ჯერ განმარტება არ გაუკეთებია.

დირექტორმა, ზურაბ ჩხეიძემ ჟურნალისტები პენიტენციურ სამსახურთან გადაამისამართა. 

"სამედიცინო დეპარტამენტს მიმართეთ, ყველა ინფორმაცია გადაცემულია, ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ იქ, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში. ჩვენთვის ყველა პაციენტი მნიშვნელოვანია და ყველაფერი კეთდება ნებისმიერი პაციენტისთვის", - თქვა მან. 

მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება დღეს არც დეპუტატებს მიეცათ. უცნობია იმ კვლევების შედეგებიც, რომელიც კლინიკაში მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი