ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან "აზოვის" მებრძოლების ევაკუაციის საკითხს განიხილავს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აზოვსტალის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს საკითხი რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმაზე მეტსაც, ვიდრე შესაძლებელია. არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველასთვის. ახლა საკითხი ეხება დაჭრილებს, ცოცხლებს და გულწრფელად ვიტყვი, რომ იქ მიცვალებულებსაც არ დავტოვებთ, რადგან მათ ელიან მშობლები, ცოლები, ქმრები. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, ის ცოცხალია თუ არა", - თქვა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი