
"მძიმე ვითარებაა, მტერი ინტენსიურ შეტევებს არ აჩერებს... არტილერია, ტანკები, ავიაცია, ფლოტი, ყველაფერს იყენებენ, რაც კი გააჩნიათ" - ყვება "აზოვსტალში" გამაგრებული სამხედრო ექიმი.
მისი თქმით, პაციენტების რაოდენობა 600-ს აჭარბებს.
"ბოლომდე ვიბრძოლებთ. ომში მისი დაწყების პირველივე დღიდან ვარ ჩართული. როგორც კი ინტენსიური სროლები დაიწყო, დაჭრილ მოსახლეობას და ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარებას ვუწევდი, ბევრი შემთხვევა იყო, როცა ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებსაც ვმკურნალობდი, ბევრი მათგანი გადავარჩინეთ. როდესაც მტერმა მარიუპოლი აიღო, ჩვენ აზოვსტალის ტერიტორიაზე შევედით და გავმაგრდით.
ყირიმელი თათარი ვარ და იქ ვცხოვრობდი, თუმცა, როგორც კი ყირიმის ბლოკადა დაიწყო, მაშინვე წამოვედი. პირველივე დღიდან აქ ვარ, როგორც კი სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე, უკრაინის არმიაში ჩავირიცხე. ასე რომ, უკრაინელი ჯარისკაცების ექიმი ვარ", - ამბობს ის.
ცნობისთვის, "აზოვსტალი" დაახლოებით ორი თვეა მუდმივი დაბომბვის ქვეშაა. ის მარიუპოლში ერთადერთ ზონად რჩება, რომლის აღებაც რუსებმა ვერ მოახერხეს.