
"ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც კონკრეტული დასკვნები დაიდება. ნადირაძეს არ დაუკონკრეტებია რა პროფილის ექიმები არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის კვლევებში.
"მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ჩვენ ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება უკვე კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, მხოლოდ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, შემდგომში გავასაჯაროებთ", - ამბობს ნინო ნადირაძე.
ნადირაძემ თქვა, რომ არ იცის რატომ არ შეუშვეს კლინიკაში დღეს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. მისი განცხადებით, ყიფშიძეს მისთვის არ მიუმართავს.