სამ დღეში პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბრიუსელის მერე აპირებენ ისევ ციხეში დააბრუნონ, სადაც უსათუოდ მოკვდება - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია - აცხადებს გიული ალასანია ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მან მესამე პრეზიდენტი მოინახულა. 

ალასანიას თქმით, მდგომარეობა იგივე სიმძიმისაა, მიხეილ სააკაშვილის ვერ იკვებება და არის ძალიან სუსტად:

"აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება. სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში უკან დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი