"საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთვება ომში" - წულუკიანი საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამქრალ საქართველოზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს - აცხადებს კულტურის მინისტრი წულუკიანი.

სწორედ ამ მიზეზით ხსნის ისიც და მისი თანაპარტიელებიც, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დღის წესრიგიდან ფაქტობრივად გამქრალია და ის არ არის მიწვეული არც დიდი შვიდეულისა და არც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მონაწილეებს შორის. 

ცნობისთვის, დიდი შვიდეულის  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გერმანიაში 13 მისს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია, ასევე ომის რეგიონული და გლობალური შედეგების დაძლევა განიხილეს.  G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის იყო უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია, თუმცა საქართველო - არა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი