გერმანიაში, G7-ის შეხვედრებზე მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს, საქართველო - არა

გამოქვეყნდა:

გერმანიაში დღეს G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიას, ასევე ომის რეგიონალური და გლობალური შედეგების დაძლევას განიხილავენ.

სამდღიანი შეხვედრა მინისტრებს საშუალებას მისცემს განიხილონ, თუ როგორ შეუძლია G7-ს გააგრძელოს ძალისხმევა რუსეთის სასტიკი ომის დასასრულებლად, მხარი დაუჭიროს უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

დღის წესრიგის სხვა საკითხებია ჩინეთი და ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები, ასევე ავღანეთის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ვითარება.

G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია, თუმცა საქართველო - არა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დმიტრო კულებასთან შეხვედრა სიღრმისეული დისკუსიის შესაძლებლობა იქნება. მოლდოვასთან დაკავშირებით კი ნათქვამია, რომ ქვეყანა ბევრს მუშაობდა, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაზე.

ცნობისთვის, კულება 7 აპრილს ბრიუსელში, G7-ის არაფორმალურ შეხვედრასაც დაესწრო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი