
მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება - კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის შეფასებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს, ეთანხმება:
"ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა, ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აცხადებს თავმჯდომარე კობახიძე.
რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით. სამაგიეროდ კარგად ვიცი საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები. ჩემი აზრით მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ - ეს განცხადება ალექსეი არესტოვიჩმა ფეიგინ ლაივის ეთერში საუბრისას გააკეთა, საიდანაც მან "ოცნების" მთავრობა "რიტორიკული შეკითხვით" მიმართა.